Accentnews.ge
„ტანკის მკვლელებს“ უკრაინაში ახლო მომავლისთვის ელოდებიან

„ტანკის მკვლელებს“ უკრაინაში ახლო მომავლისთვის ელოდებიან

23/01/2023 20:31:42 ევროპა

Bradley –ს პირველი ქვეითი საბრძოლო მანქანები უკრაინაში "შედარებით უახლოეს მომავალში" ჩავა, ამის შესახებ, „ამერიკის ხმის“ ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კონკრეტულ დროს რაც შეეხება, მან განმარტა, რომ საუბარია კვირებზე.

„ბოლოს გამოცხადებულ პაკეტში ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით უკრაინელებისთვის შესაძლებლობების მიცემაზე, რომელთა გამოყენებაც მათ შეუძლიათ დაუყოვნებლივ, რათა შეცვალონ ძალთა ბალანსი ბრძოლის ველზე“, - დასძინა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სამხედრო დახმარების წინა ორ პაკეტში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის Bradley –ს 109 ქვეითი საბრძოლო მანქანის გადაცემის შესახებ, რომლებსაც „ტანკის მკვლელებს“ უწოდებენ.

ამის შემდეგ გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის ამ სისტემებზე მრავალკვირიანი წვრთნები მოეწყო.უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ბახმუტში დიდი დანაკარგების შემდეგ, რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოზიციები ფრონტის მთელ ხაზზე ათიათასობით მობილიზებულით. თუმცა, მისი თქმით, ეს ჯარისკაცები „ცუდად აღჭურვილნი არიან, ცუდად გაწვრთნილნიც და საჩქაროდ ტოვებენ ბრძოლის ველს “.

პენტაგონმა დაადასტურა, რომ რუსეთის შეტევითი ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები წარმატებით აგრძელებენ ბახმუტის დაცვას.

2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევისთვის შეერთებული შტატების ჯამური სამხედრო დახმარება აღემატება 26,7 მილიარდ დოლარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S