გერასიმოვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი მთავარი რუსი გენერალი – ბრიტანული დაზვერვა
24/01/2023 08:59:25 მსოფლიო
გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი – ერთ-ერთი მთავარი რუსი ოპერატიული მეთაური – სავარაუდოდ, გაათავისუფლეს პოზიციიდან, რაც მიუთითებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობაზე,– ამის შესახებ საუბარია ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.
„ტეპლინსკი იყო ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო 2022 წლის ნოემბერში დნეპრის დასავლეთ რეგიონებიდან რუსული ჯარების შედარებით წარმატებულ გაყვანაზე და მას რუსეთში აფასებდნენ, როგორც ქმედუნარიან და პრაგმატულ მეთაურს. გაურკვეველია, ინარჩუნებს თუ არა ტეპლინსკი თავის დამატებით უფლებამოსილებებს, როგორც რუსეთის საჰაერო–სადესანტო ჯარების მეთაური“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
დაზვერვის შესაფებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მის გადადგომას ხელი შეუწყო ამოცანების შესახებ დებატებმა, რომელიც დაუსახეს რუსულ საჰაერო-სადესანტო ძალებს: მათ ხშირად იყენებდნენ სახმელეთო პოზიციების შესანარჩუნებლად, რაც ჩვეულებრივ, უნდა გაეკეთებინათ მექანიზებულ ქვეითებს:
„ტეპლინსკის თანამდებობიდან გათავისუფლება სავარაუდოდ, კიდევ ერთი სიმპტომია რუსული ოპერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში არსებული განხეთქილებისა, რადგან გენერალი ვალერი გერასიმოვი პირადი ავტორიტეტის გაზრდას ცდილობს“.
მანამდე კიდევ ორი საკადრო ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი.
წინა აგნარიშებში ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა, რომ როდესაც გერასიმოვი სარდლობაში მოვიდა, უპირველეს ყოვლისა, გადაწყვიტა წესრიგის აღდგენა ჯარში რუტინული დისციპლინით და ეს იწვევს კრიტიკას.
იხილეთ ასევე: „ეს იყო ღალატი!“: სარდალ გერასიმოვის ჩეჩნური კვალი


