Accentnews.ge
საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია

საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია

20/01/2023 07:42:09 საზოგადოება

​წუხელ ღამით პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი 37 წლის ოთარ ღვინიაშვილია. ის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი იყო. მას ცოლი და ორი შვილი დარჩა.

"ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციელი დაჭრილ მოქალაქეს გადაეფარა და სწორედ ამ დროს დაიჭრა სასიკვდილოდ.

გვიან ღამით შეიარაღებულმა ყოფილმა სამხედრომ საგარეჯოში ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაშავდა კიდევ ხუთი ადგილობრივი.

მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

იხილეთ ასევე: „ესროდა ყველას“: ხუთი ადამიანის მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S