Accentnews.ge
„ესროდა ყველას“: ხუთი ადამიანის მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

„ესროდა ყველას“: ხუთი ადამიანის მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

20/01/2023 06:14:08 სამართალი

საგარეჯოში, სადაც წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ყოფილმა სამხედრომ მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაჭრილია კიდევ 5 მოქალაქე.

სამართალდამცველები კითხავენ ტრაგედიის თვითმხილველებს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ 49 წლის კაცი აივნდან ესროდა ადამიანებს როგორც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ისე ცენტრალურ სავალ გზაზე და რომ სროლა დაახლოებით 1 საათს გრძელდებოდა.

„ვისაც ხედავდა, ყველას ესროდა, ისროდა დამიზნებითაც. პოლიციელი გადაეფარა დაჭრილ მოქალაქეს და ამ დროს დაიჭრა სასიკვდილოდ. ესროდა დაჭრილების დასახმარებლად მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფსაც. ჩემი შვილი დაჭრილი მეგობრების დასახმარებლად ჩავიდა ეზოში, მასაც ესროლა, ის უბრალოდ მანქანას ამოეფარა“,– იხსენებს ადგილობრივი.

დაჭრილებიდან ორს ოპერაცია ჩაუტარდა, კიდევ ორს ამ დროისთვის უტარდება ქირურგიული ჩარევა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ, რომელმაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, "ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა“. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006-2021 წლებში. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის შვილმა, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა აცნობა პოლიციას, რომ მამამისმა ცეცხლი გახსნა, შენობა დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S