
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
18/01/2023 11:30:29 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო. სამძიმრის განცხადება შალვა პაპუაშვილმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
"ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პაპუაშვილი.
იხილეთ ასევე: ზურაბიშვილი – ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: "საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს"
ბოლო მონაცემებით, კიევის ოლქში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.