
ზურაბიშვილი – ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: "საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს"
18/01/2023 10:37:17 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.
საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
ბოლო მონაცემებით, კიევის ოლქში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.