Accentnews.ge
შოიგუ რუსული არმიის პირადი შემადგენლობის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობს

შოიგუ რუსული არმიის პირადი შემადგენლობის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობს

17/01/2023 13:32:38 მსოფლიო

რუსეთის ჯარების რაოდენობა სამი წლის განმავლობაში მილიონ-ნახევრამდე უნდა გაიზარდოს,– ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა თავის მოადგილეებთან, სარდლებთან და მეთაურებთან გამართულ თათბირზე, რომელიც არმიის რეფორმირებას ეძღვნებოდა.

უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის ჯარში მილიონამდე სამხედროა. კიდევ დაახლოებით ორი მილიონი რეზერვშია. რეფორმების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, საარმიო კორპუსის შექმნას კარელიაში, ასევე ორი სტრატეგიული ტერიტორიული სამხედრო გაერთიანებისა - მოსკოვის ოლქსა და ლენინგრადის ოლქში. გარდა ამისა, დაანონსდა სამი მოტომსროლელი დივიზიის შექმნა სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში და ორი სადესანტო-საიერიშო დივიზიის – საჰაერო-სადესანტო ჯარებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯარების დაკომპლექტებას კონტრაქტორი სამხედროებით.

არმიის რეფორმირებისა და მილიონ-ნახევარ სამხედრომდე მისი გაზრდის აუცილებლობაზე შოიგუმ გასული წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან გაფართოებულ შეხვედრაზე.

არმიის რეფორმირების შესახებ რუსეთში განაცხადეს უკრაინაში გაჭიანურებული ომის, უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრიერიშისა და გასული წლის შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე. ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს რუსეთის 300 ათასზე მეტი მოქალაქე.

იხილეთ ასევე: პუტინი და მისი ადმინისტრაცია მორიგ ტყუილში ამხილეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S