Accentnews.ge
პუტინი და მისი ადმინისტრაცია მორიგ ტყუილში ამხილეს

პუტინი და მისი ადმინისტრაცია მორიგ ტყუილში ამხილეს

17/01/2023 10:22:39 მსოფლიო

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება "ნაწილობრივ" მობილიზაციასთან დაკავშირებით, რუსეთში კვლავაც მოქმედებს,– ეს, „სევერ რეალიის“ ცნობით, გამომდინარეობს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხიდან დეპუტატ არტურ გაიდუკის მიმართვაზე. დეპუტატმა ითხოვა განკარგულების გამოქვეყნება მობილიზაციის დასრულების შესახებ.

პასუხში ასევე ნათქვამია, რომ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდა „რეზერვში მყოფი მოქალაქეების გამოძახება“, სამხედრო კომისარიატები ძველებურად განაგრძობენ ჯარში კონტრაქტორებისა და მოხალისეების მიღებას.

ანალოგიური მიმართვა რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნეს პარტია „იაბლოკოს“ დეპუტატებმა ქვეყნი სხვადასხვა რეგიონებიდან. პასუხი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიიღო პასუხი. დეპუტატ ემილია სლაბუნოვს უპასუხეს, რომ პუტინი არ მოაწერს ხელს მობილიზაციის დასრულების შესახებ განკარგულებას, რადგან ამისათვის არ არსებობს "იურიდიული საფუძველი". დეპუტატ ვიქტორ ვორობიოვს განუცხადეს, რომ "მობილიზაციის ღონისძიებები" დასრულებულია, ხოლო სამხედრო ოფისები მხოლოდ მოხალისეებს აგროვებენ.

გაიდუკის მიმართვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი პირველი დოკუმენტია, რომელშიც ოფიციალურად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ციტირებით, დადასტურებულია, რომ ნაწილობრივ მობილიზაციაზე პუტინის განკარგულების მოქმედება გრძელდება.

მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს დაიწყო. 28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს განუცხადა, რომ მობილიზაცია დასრულდა. თუმცა პუტინმა არ მოაწერა ხელი მობილიზაციის დასრულების შესახებ განკარგულება და განაცხადა, რომ "იურისტებთან კონსულტაცია“ გაიარა და რომ "ასეთი დოკუმენტი არ არის საჭირო". ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ მობილიზაციის დასრულების შესახებ გამოქვეყნებული განკარგულების არარსებობა თავდაცვის სამინისტროს აძლევს უფლებას, კვლავ განაგრძოს პროცესი, რადგან პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება მხოლოდ სესაბამისი, ახალი განკარგულებით წყდება.

იანვარში ბრიტანულმა გაზეთმა Times- მა საკუთარ წყაროებზე და დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთში შესაძლოა, მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყოს, რომელიც ნახევარ მილიონამდე ადამიანს შეეხება.ამის შესახებ განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვამაც. ამ ფონზე რუსეთის გენშტაბმა მრავალშვილიანი მამების გაწვევის შეზღუდვა გააუქმა.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსებს მოუწოდა, რომ არ მიაქციონ ყურადღება მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ ცნობებს და ორიენტირდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ცნობებზე. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მობილიზაციის გამოცხადებამდე ორიოდ დღით ადრე პესკოვი კატეგორიულად უარყოფდა მსგავს შესაძლებლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S