
ჯეიმს კობი – სააკაშვილზე: "თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, ის მოძრაობას ვერ შეძლებს"
17/01/2023 10:52:19 საზოგადოება
ამერიკელი პროფესორის, სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება და თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდება, ის გადაადგილებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ ამერიკელმა სპეციალისტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე მსჯელობენ. პროფესორი მოწმის სახით დისტანციურ რეჟიმში იკითხება.
„მას სერიოზული პრობლემა აქვს. ვფიქრობ, რომ კისრის და მარცხენა მხრის სახსრის პრობლემა არის ყველაზე სერიოზული და მტკივნეული. კისერზე მას ქირურგიული ოპერაცია სჭირდება, ასევე ქირურგიული ოპერაცია სჭირდება მარცხენა მხრის სახსარზე, ასევე სავარაუდო ქირურგიული ოპერაციაა საჭირო მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზე. თუ ეს ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, რამდენადაც მას მოძრაობა მკვეთრად აქვს გართულებული მხრის სახსრის მიდამოსა და მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოში, ეს კიდევ უფრო გართულდება და ის პრაქტიკულად სიარულს, მოძრაობას ვერ შეძლებს", - განაცხადა ამერიკელმა სპეციალისტმა.
იხილეთ ასევე: ამერიკელი ექსპერტი: „მენჯ-ბარძაყის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი შეიძლება, იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი“