
იმერეთში მცხოვრებლებს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ
13/01/2023 13:34:26 საზოგადოება
იმერეთში მცხოვრებლებს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
"მოსახლეობის საყურადღებოდ! იმერეთის რეგიონში არის ურთულესი მეტეოროლოგიური პირობები, ძლიერმა ქარმა გამოიწვია სტიქიური მოვლენები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
რეგიონში ბევრ შენობას სახურავი აქვს გადახდილი. გამომდინარე აქედან, გთხოვთ, დღეს თავი შეიკავეთ პიროტექნიკის გამოყენებისგან. თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო შემთხვევები, ჯანმრთელობის დაზიანებები და ხანძარი.
ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს", - ნათქვამია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.