Accentnews.ge
ფინეთის საელჩო რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

ფინეთის საელჩო რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

23/12/2022 18:22:32 მსოფლიო

მოსკოვში ფინეთის საელჩომ რუსეთს დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოების გარანტია სთხოვა. საქმე ეხება საელჩოზე უროებით შეიარაღებული ნიღბიანი პირების თავდასხმას.

როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობა არ დაზიანებულა.

20 დეკემბერს ტელეგრამ–არხებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ 20–მდე ნიღბიანი პირი მოსკოვში ფინეთის საელჩოს უროებს უშენს.

ურო ერთგვარ სიმბოლოდ ითვლება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გამოქვეყნებული ვიდეოების გამო, რომელიც ასახავს, თუ როგორ კლავენ ამ იარაღით ადამიანებს. მაგალითად, ნოემბერში „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია ყოფილი რუსი პატიმარი ევგენი ნუჟინის სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯის სცენა უროს გამოყენებით. ნუჟინი „ვაგნერმა“ გადაიბირა უკრაინის ომში მონაწილეობისთვის, მაგრამ მოგვიანებით ის ნებაყოფლობით ჩაბარდა უკრაინულ ჯარებს და გამოაცხადა სურვილი მათ მხარეზე ბრძოლის. მოგვიანებით პირი „ვაგნერელების“ ხელში აღმოჩნდა.

ჩანაწერის კომენტირებისას, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ნუჟინი "შეხვდა სამართლიან ადამიანებს" და "ძაღლს - ძაღლური სიკვდილი". რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მკვლელობის კომენტირებისას განაცხადა, „ეს ჩვენი საქმე არ არის“.

მოგვიანებით მედიაში მსგავსი მეთოდით სიკვდილით დასჯის კიდევ რამდენიმე ასეთი მტკიცებულება გამოჩნდა. ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, აღიაროს „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად და შეიყვანოს იგი შესაბამის სიაში. ამის საპასუხოდ ევგენი პრიგოჟინმა ევროპარლამენტს გადასცა ურო სისხლის კვალით.

ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, აღიაროს „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად და დაამატოს იგი შესაბამის სიაში. ამის საპასუხოდ, ევგენი პრიგოჟინმა პირობა დადო, რომ ევროპარლამენტს სისხლიან უროს გადასცემდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S