
"ფლანგვის დეტექტორი": ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორი PosTv-ის თანამშრომელია
22/12/2022 13:21:09 საზოგადოება
"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორი პროსახელისუფლებო PosTv-ის თანამშრომელია, დირექტორის პოსტზე მისი ყოველთვიური ხელფასი კი 6 168 ლარია.
ანტიკორუფციული ორგანიზაციის ცნობით, ნიკოლოზ ქობულაძე 2018 წლის მარტიდან ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მოადგილე იყო, 2020 წლიდან კი დირექტორის მოვალეობას ასრულებს.
მათივე ინფორმაციით, დირექტორად დანიშვნის შემდეგ მისმა თვიურმა ხელფასმა 5 600 ლარი შეადგინა, ხოლო 2022 წლიდან უკვე 6 168 ლარია.
"ქობულაძე ცნობილია PosTv-ზე ანტიდასავლური გზავნილების მქონე და ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეობლოგებით.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის საშუალო წლიური ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია და ამ თანხის ნახევარი ხელფასებში იხარჯება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ "პოსტივის" წილების 52% იყიდა