
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ "პოსტივის" წილების 52% იყიდა
04/10/2022 07:17:04 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც "ხალხის ძალას" შეუერთდა, ტელევიზია "პოსტვის" წილების 52% იყიდა. ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია "პოსტივის" წილების 52%, აღნიშნული გარემოება ხელს შეგვწყობს სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ", - თქვა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის: „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ გაფართოვდა და მას მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი დაემატა. ამის შესახებ "ხალხის ძალამ" დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ქართული ოცნებიდან“ „ხალხის ძალაში“ გადაინაცლეს ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, ეკა სეფაშვილმა, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ.
„ხალხის ძალის“ გუნდში არიან „პოსტივის“ წამყვანები: ნუკრი შოშიაშვილი, იოანე შაიშმელაშვილი, ნიკა ქობულაძე (ნიკუშა მარქსი); ასევე – ექსპერტები: ზურაბ ქადაგიძე, თამთა მეგრელიშვილი და დავით ქართველიშვილი.