Accentnews.ge
კრემლში ზელენსკის აშშ–ში ვიზიტს ეხმიანებიან

კრემლში ზელენსკის აშშ–ში ვიზიტს ეხმიანებიან

21/12/2022 17:50:30 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი კარგს არაფერს მოუტანს უკრაინას, რუსეთი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსებს ვერ ხედავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდების გაგრძელება კონფლიქტის გაღრმავებას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, კიევის წინააღმდეგ შემობრუნდეს.

„იარაღის მიწოდება გრძელდება, მიწოდებული იარაღის დიაპაზონი ფართოვდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს კონფლიქტის გამწვავებას და, ფაქტობრივად, უკრაინისთვის სასიკეთო არაფერი მოაქვს“, – თქვა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა მისი ვიზიტი შეერთებულ შტატებში და განაცხადა, რომ გაემგზავრა შეერთებულ შტატებში „უკრაინის სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“. ფაქრთომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მან პირველად დატოვა ქვეყანა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ჯო ბაიდენმა მიიწვია თავისი უკრაინელი კოლეგა ვაშინგტონში, რადგან თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ომი ახალ ფაზაში შევიდა.

მისივე თქმით, პრეზიდენტები ასევე განიხილავენ ომის დასრულების შესაძლო სცენარებს. მან თქვა ისიც, რომ „ეს სენსიტიური თემაა და დასავლელ ლიდერებს შორის გარკვეული კამათის საგანია“:

„ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ რას ფიქრობს ზელენსკი სამართლიანი სამყაროს შესახებ, რა არის მისი კომპონენტები და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას მის მიღწევაში“.

მისივე თქმით, „ბატონი პუტინი აშკარად არ არის დაინტერესებული დიპლომატიაში ახლა. პირიქით, ის დაინტერესებულია მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლით“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას ს Patriot–ის საზენიტო–სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S