Accentnews.ge
სიმონიანმა პუტინს, მათ შორის, ჩეჩნეთის განადგურებისა და 2008 წლის ომისთვის მადლობა გადაუხადა

სიმონიანმა პუტინს, მათ შორის, ჩეჩნეთის განადგურებისა და 2008 წლის ომისთვის მადლობა გადაუხადა

20/12/2022 13:28:25 მსოფლიო

კრემლის პროპაგანდისტი, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის პრეზიდენტმა „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიმონიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა ყველა იმ სისხლისმღვრელი ომებისა და დანაშაულისთვის რომელიც კი რუსეთს პუტინის რეჟიმის პირობებში ჩაუდენია ან პროვოცირება მოუხდენია, მათ შორის, ჩეჩეთისთვის, როდესაც მიწასთან გაასწორეს მაგალითად, ქალაქი გროზნო, ხოლო ათასობით ადამიანი დახოცეს და 2008 წლის აგვისტოს ომისთვის.

"მადლობა კაციჭამიების ჩაძაღლებისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა "ჩაძაღლება". 20 წლის წინ არ მიეცით უფლება, თქვენგან გამოეგლიჯათ ჩვენი კავკასია ... მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მადლობა, რომ რამდენიმე წლის წინ შეწყვიტეთ ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღში. იმის ყურებით, რა ხდება დონეცკში, არ შეიძლება არ ნერვიულობდე და განიცდიდე. მადლობა, რომ ტკივილით, სისხლით, მაგრამ ამ კანიბალების სისხლიანი პირიდან გლეჯთ ჩვენს ხალხს, რომ ამაზე დათანხმდით. ჩვენ დაგეხმარებით ამაში, ჩავაძაღლებთ კაციჭამიებს, რამდენადაც თქვენ მოითხოვთ ჩვენგან", - თქვა სიმონიანმა.

სიმონიანი სავარაუდოდ, ამ გზით გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას, რომელმაც აგვისტოს ომზე გამოძიება დახურულად გამოაცხადა. მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, ოფიციალურ დონეზე გაცხადდა, რომ ქართულ მხარეს 2008 წლის ომის დროს დანაშაული არ ჩაუდენია. ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში მხილებულია სამი სეპარატისტი, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული და რუსი გენერალი, თუმცა ვინაიდან ის გარდაცვლილია, მასზე დაკავების ორდერი არ გაიცა.

იხილეთ ასევე: 2008 წლის ომი: ჰააგის გადაწყვეტილების საკვანძო პოლიტიკურ–სამართლებრივი ასპექტები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S