ტერორისტ გირკინის მხრიდან პუტინის და რუსეთის სარდლობის კრიტიკამ ბრიტანული დაზვერვის ყურადღება მიიპყრო
14/12/2022 10:28:14 მსოფლიო
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, ტერორისტ იგორ გირკინის (იგივე სტრელკოვი) მიერ სეპარატისტების ბატალიონში ყოფნის შემდეგ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს "მშფოთვარე დებატებს" ომის წარმართვის შესახებ, რომელიც გრძელდება რუსეთის ძალოვანთა საზოგადოებაში.
”2022 წლის 6 დეკემბერს იგორ გირკინმა, ცნობილმა ნაციონალისტმა და სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა განაცხადა, რომ მან ორი თვე გაატარა ფრონტის ხაზზე „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ბატალიონის შემადგენლობაში. მისი თქმით, მისმა ამ გამოცდილებამ აჩვენა უკრაინაში რუსეთის ოპერაციის "სტრატეგიული დაგეგმვის კრიზისი". გირკინმა ასევე დასცინა რუსული არმიის ამჟამინდელ აქცენტებს უზარმაზარი პოზიციური თავდაცვითი სტრუქტურების მშენებლობაზე.ეჭვქვეშ დააყენა მათი სარგებლიანობა თანამედროვე ომში. მისი კომენტარები ხაზს უსვამს ცხარე დებატებს ომის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც გრძელდება რუსეთის ძალოვნების საზოგადოებაში“,– აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.
ამასთან, ბრიტანულმა დაზვერვა ეხმიანება სოციალურ ქსელებში გასული 48 საათის განმავლობაში გავრცელებული ცნობებს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალი გერასიმოვის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების თაობაზე და აღნიშნავს, რომ „გადამოწმებაშეუძლებელია“.
„თუმცა, ჯგუფებს შორის დაძაბულობა სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო იერარქიის ზედა ეშელონებზეც ვრცელდება“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გასულ კვირას ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, დაკარგოს ომის მომხრე საზოგადოების მხარდაჭერა იმის გამო, რომ რუსეთის ჯარებმა ვერ შეძლეს უკრაინული ძალების განდევნა დროებით ოკუპირებული დონეცკის საარტილერიო ზონიდან.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა იგორ გირკინმა პირდაპირ გააკრიტიკა პუტინი, რომ მან დონბასის „დაცვა“ ვერ შეძლო, რაც განისაზღვრა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთ მიზანად.


