Accentnews.ge
ჰააგამ გირკინს და 2 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის

ჰააგამ გირკინს და 2 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის

17/11/2022 15:22:22 მსოფლიო

ნიდერლანდების სასამართლომ „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი MH17 თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული გაამართლა.

ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იგორ გირკინი (სტრელკოვი) - დონეცკის ე.წს სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი 2014 წლის ზაფხულისთვის, ამჟამად პენსიაზე მყოსი ეფესბეს ოფიცერი. რუსეთის მოქალაქე სერგეი დუბინსკი, 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი. უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო, 2014 წლის ზაფხულში, დნრ-ს არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური. ხოლო რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო სასამართლომ გაამართლა.

სასამართლომ გამოაცხადა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მსხვერპლთა ნათესავებს 60 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. ამავდროულად, მათ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ნიდერლანდების სასამართლომ დაადასტურა, რომ 2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოსაგდებად რუსული წარმოების რაკეტა გამოიყენეს.

„მალაიზიის ავიახაზების” კუთვნილი სამგზავრო ბოინგი MH17 აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს 2014 წლის 17 ივლისს. დაიღუპა 298 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S