ნიდერლანდების სასამართლომ დაადასტურა, რომ 2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოსაგდებად რუსული წარმოების რაკეტა გამოიყენეს
17/11/2022 13:23:20 მსოფლიო
ნიდერლანდების სასამართლომ დაადასტურა, რომ 2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოსაგდებად რუსული წარმოების რაკეტა გამოიყენეს.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე 2014 წლის ივლისში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის.
ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იგორ გირკინი (სტრელკოვი) - დონეცკის ე.წს სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი 2014 წლის ზაფხულისთვის, ამჟამად პენსიაზე მყოსი ეფესბეს ოფიცერი. რუსეთის მოქალაქე სერგეი დუბინსკი, 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი. უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო, 2014 წლის ზაფხულში, დნრ-ს არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური. ხოლო რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო სასამართლომ გაამართლა.
სასამართლომ განაცხადა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, „Бук"-ის ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში პირადად არც ერთ მსჯავრდებულს არ მიუღია მონაწილეობა.
სასამართლომ დაადგინა, რომ MH17-ის რეისის თვითმფრინავი ქალაქ სნეჟნოესთან მდებარე პერვომაისკის რაიონიდან გაუშვეს. აღნიშნული ტერიტორია თვიმფრინავის ჩამოგდების დროს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტში რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებსა და მომხრეებზე: 2014 წლის მაისიდან რუსეთი უზრუნველყოფდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედროების მომზადებას, იარაღის და სურსათის მიწოდებას, ასევე ახორციელებდა სეპარატისტების სამხედრო ქმედებების კოორდინაციას და თავად ატარებდა სამხედრო მოქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.
2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს.
მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი 298–ვე ადამიანი დაიღუპა.


