Accentnews.ge
"რაკეტები ყველას ეყოფა": მედვედევი კვლავ იმუქრება

"რაკეტები ყველას ეყოფა": მედვედევი კვლავ იმუქრება

23/11/2022 20:47:42 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სოციალური ქსელის მომხმარებლების წინაშე მორიგი მუქარით წარსდგა. კერძოდ, Telegram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი ცნობით, მაღალი სიზუსტის იარაღის საწარმოს ათვალიერებენ და დაწერა, რომ "მტრებს" რუსეთის შესაძლებლობების ამოწურვის იმედი ამაოდ აქვთ და რომ "რაკეტები ყველას ეყოფა".

"რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდების გაზრდა სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო დაწესებულება "რეგიონში" გამართული ვიზიტის დროს განიხილეს.

მტრები აგრძელებენ ჩვენი გაშვებებისა და მარაგების გულდასმით "გამოთვლას". ჩვენი შესაძლებლობების ამოწურვის იმედი ამაოდ აქვთ. გაგრძელება იქნება – [რაკეტები] ყველას ეყოფა". – წერს მედვედევი.

რუსეთმა 23 ნოემბერს კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში განახორციელა კიევსა და უკრაინის სხვა დასახლებებზე სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ. სულ მცირე, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, მოზარდი, ათობით დაშავდა.

იხილეთ ასევე: რეზნიკოვმა განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა მართვადი რაკეტების რუსული მარაგის შესახებ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S