რეზნიკოვმა განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა მართვადი რაკეტების რუსული მარაგის შესახებ
22/11/2022 13:21:43 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა, თუ რამდენი მაღალი სიზუსტის რაკეტა დარჩა რუსეთს.
კერძოდ, უკრაინელი მინისტრის თქმით, რუსეთს დარჩა:
- 119 „ისკანდერი“ თავდაპირველი 900–იდან და წარმოებული 48 (13%)
- 347 3M-55 Onyx რაკეტა 470–დან (74%)
- 6980 S-300 8000-დან (87%)
- 229 „კალიბრი“ 500 –დან და 120 წარმოებული (37%)
- 132 ხელმისაწვდომი 144-დან და 120 წარმოებული Kh-101 (50%)
- 150 X-555 300-დან (50%)
- 120 Kh-22/32 370-დან (32%)
- 356 ხელმისაწვდომი 500-დან და 360 დამატებითი Kh-35 (41%)
- 43 Kinzhal 59 რაკეტიდან (73%)
”რუსული სარაკეტო არსენალის ოთხი მტერი: უკრაინის საჰაერო თავდაცვის ბრწყინვალე ძალები, უუნარო რუსული სარაკეტო ძალები, სანქციები, დრო. მოვახდინოთ ტერორისტული სახელმწიფოს დემილიტარიზაცია, რათა მშვიდად ვიცხოვროთ!”– თქვა რეზნიკოვმა.
ბოლო მასიური სარაკეტო იერიშის დროს, 15 ნოემბერს, რუსეთმა 90-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქების მისამართით, რომელთა უმეტესობაც ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა 20 ნოემბერს, 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინაში 4700-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.


