პუტინს არ ჰყავს ძლიერი მოკავშირეები - შოლცი G20-ის სამიტის შედეგზე
16/11/2022 13:23:29 მსოფლიო
G20 სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ ჰყავს ძლიერი მოკავშირეები, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
„რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თითქმის მარტოდ დარჩა მსოფლიოში. მას არ ჰყავს ძლიერი მოკავშირეები. ეს არის G20-ის წარმატებული სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. სრულიად მიუღებელია, რომ ის უკრაინაში ომს უცვლელად და საჰაერო დარტყმებით აგრძელებს“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.
მანამდე გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ნანობს პუტინის გადაწყვეტილებას, არ დასწრებოდა G20-ის სამიტს, სადაც მოუწევდა კრიტიკის წინაშე აღმოჩენა უკრაინაში დაწყებული ომის გამო.
იხილეთ ასევე: "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი მკაცრად დაგმო


