"დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი მკაცრად დაგმო
16/11/2022 08:55:15 მსოფლიო
"დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი მკაცრად დაგმო", – ამის შესახებ ნათქვამია „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაში.
დოკუმენტი, რომელიც დაახლოებით,1100 გვერდია, „დიდი ოცეულის“ ყველა წევრმა დაამტკიცა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იყო სხვა შეხედულება და განსხვავებული შეფასება არსებულ სიტუაციასთან და სანქციებთან დაკავშირებით.
წევრთა უმეტესობამ მკაცრად დაგმო ომი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ის იწვევს ადამიანთა დიდ ტანჯვას და ამძაფრებს არსებულ პრობლემებს გლობალურ ეკონომიკაში, ზრდის ინფლაციას, არღვევს მიწოდების ჯაჭვებს, ზრდის ენერგეტიკულ და სასურსათო დაუცველობას და ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს".
ამასთან, "დიდი ოცეულის" ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა განაცხადეს, რომ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე მუქარა დაუშვებელია:
„ბირთვული იარაღის გამოყენება ან მისი შესაძლო გამოყენების თაობაზე მუქარა მიუღებელია. კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა, კრიზისის მართვის ძალისხმევა, დიპლომატია და დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
"დიდი ოცეულის" შემადგენლობაში არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთი კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და ევროკავშირი.


