
„ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა არა მხოლოდ უშუალოდ ვეტერანებისა, არამედ ზოგადად იმ თემისა და საზოგადოების, რომლებიც მათ უჭერენ მხარს“
11/11/2022 06:58:10 საზოგადოება
11 ნოემბერს აშშ–ში ვეტერანთა დღეს აღნიშნავენ.
ვეტერანთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე „აქცენტს“ აშშ–ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო ესაუბრა.
"ვფიქრობ, ვეტერანთა დღის აღნიშვნა და მასზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება ძლიერი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ამ დღეს 11 ნოემბერს აღვნიშნავთ, რაც უკავშირდება ზავის დადებას პირველი მსოფლიო ომის დროს, რაც მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რადგან სამწუხაროდ რუსეთმა კიდევ ერთი ომი გამოიწვია ევროპაში.
მოხარული ვარ, რომ საქართველოში, მივიღე მონაწილეობა, ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, ვეტერანთა ადმინისტრაციის ორგანიზებით, და ვეტერანთა საავადმყოფოს აღჭურვილობა გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა არა მხოლოდ უშუალოდ ვეტერანებისა, არამედ ზოგადად იმ თემის და საზოგადოების, რომლებიც მხარს უჭერენ ვეტერანებს. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა აშშ–ში: ჩვენ ვიხსენებთ და ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მსახურობდნენ თავდაცვის ძალებში და რომლებიც ამჟამადაც მსახურობენ და ვხედავ, რომ ამას საქართველოშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება - ქართული საზოგადოება აფასებს იმ ადამიანებს ვინც მსახურობს და იცავს საქართველოს“,– ამბობს პოლკოვნიკი.
ინტერვიუ სრულად: სამწუხაროდ, ზოგიერთი შესაძლებლობას დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს - ინტერვიუ აშშ–ის თავდაცვის ატაშესთან