Accentnews.ge
აშშ-ის არჩევნებში "რესპუბლიკელების" წარმატება არ შეაფერხებს უკრაინის დახმარებას – სტოლტენბერგი

აშშ-ის არჩევნებში "რესპუბლიკელების" წარმატება არ შეაფერხებს უკრაინის დახმარებას – სტოლტენბერგი

09/11/2022 20:01:36 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა წარმატებებმამ შეიძლება, შეაფერხოს დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ის დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. მაგრამ როგორც ჟურნალისტებს უთხრა, „სრულიად ნათელია, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინას ორივე პარტიის მხრიდან აქვს ძლიერი მხარდაჭერა.“

9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიშ სუნაკთან მოლაპარაკებების შემდეგ სტოლტენბერგმა ასევე პირობა დადო, რომ ალიანსი „განაგრძობს უკრაინის დახმარებას ხერსონის გარშემო“.

იხილეთ ასევე: „ეს შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე”: სტოლტენბერგი უკრაინელ სამხედროებს ბრიტანეთში წვრთნების დროს ეწვია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S