Accentnews.ge
„ეს შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე”: სტოლტენბერგი უკრაინელ სამხედროებს ბრიტანეთში წვრთნების დროს ეწვია

„ეს შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე”: სტოლტენბერგი უკრაინელ სამხედროებს ბრიტანეთში წვრთნების დროს ეწვია

09/11/2022 18:33:17 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან 9 ნოემბერს ქვეყანაში ვიზიტის დროს განაცხადა და უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ ობიექტებს ესტუმრა,– იუწყება ნატოს ვებგვერდი.

სტოლტენბერგი შეუერთდა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლასს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ლიდში, სადაც უკრაინელი ჯარები გადიან წვრთნას ბრიტანეთის, კანადისა და ლიტვის ძალების დახმარებით. სტოლტენბერგმა ტრენინგს უწოდა „მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის გაერთიანებული სამეფო ნატოს ძალიან ღირებული მოკავშირე, რომელიც რეალურად ცვლის ვითარებას“.

”დარწმუნებული ვარ, ეს შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე,” - თქვა სტოლტენბერგმა უკრაინის სამხედრო წვრთნებზე.

ნატოს გენმდივანმა უკრაინელ სამხედროებთან შეხვედრაზე ასევე აღნიშნა მათი "უანგარობა და გამბედაობა".

სტოლტენბერგის ვიზიტი ასევე ითვალისწინებს მოლაპარაკებებს ბრიტანეთის პრემიერ– მინისტრთან რიში სუნაკთან და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიმს კლევერლისთან ლონდონში ალნიასის ახალ პირობებთან ადაპტაციის შესახებ.

9 ივლისს დიდ ბრიტანეთში მობილიზებული უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნები დაიწყო. იუწყებოდნენ დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცის მომზადების განზრახვის შესახებ. თუმცა შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ მეტის მომზადება იყო შესაძლებელი. სექტემბერში იუწყებოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 5000-მდე სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა წვრთნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S