Accentnews.ge
დღეს ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს

დღეს ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს

07/11/2022 09:06:26 მსოფლიო

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს. შეხვედრა აშშ-ის ხელისუფლების ინიციატივით იმართება.

სომხეთისა საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯეიჰუნ ბაირამოვი უკვე ვაშინგტონში იმყოფებიან.

3 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის ვიცე პრემიერი ესწრებოდა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მხარეები საზღვართან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ამავდროულად, ვრცელდება ცნობები რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის გახსნა განაახლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S