აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანში ბრალდებას უარყოფენ
07/11/2022 08:40:26 მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
"6 ნოემბერს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის დასახლებების მოლაბაირამლისა და ბაზირხანას მიმართულებით. აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს", -–აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ "6 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სომხურ პოზიციებს". თავდაცვის უწყება ამბობს, რომ მათი მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა.
3 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის ვიცე პრემიერი ესწრებოდა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მხარეები საზღვართან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.


