Accentnews.ge
"მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის"

"მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის"

31/10/2022 09:58:42 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, "მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის".

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ყოყმანობს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ვემსახუროთ კაცობრიობას", - აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის: 29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S