Accentnews.ge
მედია  – უკრაინა, თურქეთი და გაერო უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ

მედია  – უკრაინა, თურქეთი და გაერო უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ

31/10/2022 06:04:51 მსოფლიო

გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ შეათანხმეს ჰუმანიტარული დერეფნით 16 გემის გადაადგილების 31 ოქტომბრის გეგმა, - იუწყება Reuters სპეციალურ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით.

საუბარია იმ გემებზე, რომლებმაც უკრაინის აკვატორია უკვე დატოვეს და ამჟამად თურქეთის წყლებში იმყოფებიან. გაერო, უკრაინა და თურქეთში შეთანხმდნენ 40 ასეთი გემის ინსპექტირებაზეც.

რუსეთის გარეშე მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოებიც – „ტასი“ და „რია-ნოვოსტი“. საკოორდინაციო ცენტრმა მიღებული გადაწყვეტილება რუსეთს ოფიციალურად შეატყობინა.

სააგენტო „რია-ნოვოსტის“ რუსეთის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მოსკოვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს.

ცნობითვის: უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებით, ფაქტობრივად, დაბლოკა 218 გემის გადაადგილება. სამინისტროს მონაცემებით, ამ გემებიდან 95 უკვე დატვირთულია, უკრაინის პორტები დატოვა და ინსპექტირებას ელოდება, 101 გემი ამ პროცედურას ელოდება უკრაინის პორტებში შესასვლელად, 22 კი - გასვლის მოლოდინშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S