რუსეთ-ლატვიის საზღვართან აფეთქებისა და ორი რუსული კა-52–ის დაზიანების შესახებ იუწყებიან
31/10/2022 09:35:13 მსოფლიო
პსკოვის რაიონში, რუსეთ-ლატვიის საზღვართან სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. დაზიანდა ორი სამხედრო ვერტმფრენი – კა-52 „ალიგატორი“, – იუწყება Baza.
გამოცემის ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შვეულმფრენების ნამსხვრევები ირგვლივ 200 მეტრის რადიუსში იყო მიმოფანტული.
ვარაუდობენ, რომ კა-52–ები ექსპლუატაციისთვის გამოუდეგარი იყო და არემონტებდნენ. რატომ მოხდა აფეთქება, უცნობია.
ტელეგრამ–ზრხ «ВЧК-ОГПУ»–ის ცნობით, ინციდენტი ვერეტიეს აეროდრომზე დაახლოებით 22:00 საათზე დაფიქსირდა. იყო სამი აფეთქება.
როგორც განიმარტა, კა-52 „ალიგატორი“ რუსული სადაზვერვო–დამრტყმელი ვერტმფრენია. ერთი ვერტმფრენის ღირებულება 857 მილიონი რუბლია.
განახლება
რუსეთის დანაკარგების შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება


