Accentnews.ge
ძლიერი აფეთქება პსკოვის ავიაბაზაზე: რუსეთის დანაკარგების შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება

ძლიერი აფეთქება პსკოვის ავიაბაზაზე: რუსეთის დანაკარგების შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება

31/10/2022 14:35:30 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, პსკოვის რეგიონში განთავსებულ რუსული ავიაბაზაზე „ძლიერი აფეთქების“ შედეგად განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე დამრტყმელი ვერტმფრენი.

„ორი რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი – კა-52 „ალიგატორი“ მთლიანად განადგურებულია. კიდევ ორი ​​მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. სხვა ტექნიკისა და პერსონალის შესახებ დეტალები დაზუსტებულია“, - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში განგაშია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც უკრაინის სპეცსამსახური დასძენს, ერთი კა– 52 „ალიგატორის“ ღირებულება დაახლოებით, 16 მილიონი დოლარია.

ინციდენტის შესახებ ცნობები მანამდე ტელეგრამ–არხებზე გავრცელდა.

როგორც იუწყებოდნენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შვეულმფრენების ფრაგმენტები 200 მეტრის რადიუსში იყო მიმოფანტული.

ვარაუდობენ, რომ კა-52–ები ექსპლუატაციისთვის გამოუდეგარი იყო და არემონტებდნენ. რატომ მოხდა აფეთქება, არ იტყობინებოდნენ.

ტელეგრამ–ზრხ «ВЧК-ОГПУ»–ის ცნობით, ინციდენტი ვერეტიეს აეროდრომზე დაახლოებით 22:00 საათზე დაფიქსირდა. იყო სამი აფეთქება.

მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S