Accentnews.ge
„მთავარი არხის“ მედიაჯგუფი საპატრიარქოში, ბრიფინგზე არ დაუშვეს

„მთავარი არხის“ მედიაჯგუფი საპატრიარქოში, ბრიფინგზე არ დაუშვეს

28/10/2022 12:10:10 საზოგადოება

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი საპატრიარქოში 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე არ დაუშვეს. თავად პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად მედიისთვის რეგულაციებს აწესებს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა გახდა „მთავარი არხის“ გადამები ჯგუფისადმი მსგავსი დამოკიდებულების მიზეზი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ მიზეზი წარსულში ამ ტელეკომპანიის სხვა გადამღები ჯგუფის საქციელია:

„მთავარი არხი“ საპატრიარქოში რატომ არ შემოდის ჩვენი გადაწყვეტილებით, გეტყვით. იმიტომ რომ ერთხელ, მსგავსი პრესკონფერენციის დროს, რომელიც ჩატარდა მეორე სართულზე, სადაც არის პატრიარქის კანცელარია, „მთავარი არხის“ ოპერატორი, თავის ჟურნალისტთან ერთად, უმართავად დარბოდნენ ყველა ოთახში. არაფერი არ შეისმინეს ჩვენი. ყველა ოთახში გააღეს კარი და შეიხედეს. უბრალოდ შეუძლებელი იყო იქ მათი გაკავება. ამიტომ ასეთი უსაქციელობის დარეგულირება მხოლოდ შეგვიძლია იმით, რომ უბრალოდ არ შემოვუშვათ ჩვენ აქ, უბრალოდ სხვა ძალები არ გვაქვს".

თავის მხრივ არხში აღნიშნეს, რომ „მთავარი არხის“ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება მუდმივად ხდება“.

„მთავარი არხი“ თავისი გადამღები ჯგუფისთვის საპატრიარქოში შეშვებაზე უარის გამო განცხადების გავრცელებასაც აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S