Accentnews.ge
ამირაბდოლაჰიანი: "ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს"

ამირაბდოლაჰიანი: "ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს"

24/10/2022 20:50:52 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს.

„თუ დადასტურდება, რომ ირანული დრონები უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ გამოიყენება, ჩვენ ინდიფერენტული არ ვიქნებით“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება.

20 ოქტომბერს ევროკავშირმა რუსეთისთვის "დრონების" მიწოდებაზე პასუხისმგებელ ირანის სამ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. "შავი სიის" ფიგურანტების აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე გაიყინება.

ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "დრონების" გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.

იხილეთ ასევე: უკრაინული დაზვერვა: ირანმა რუსული არმიის ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით მომარაგება დაიწყო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S