Accentnews.ge
დევიდ პეტრეუსი: რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლოა, მრავალეროვნული კონტინგენტი ჩაერთოს აშშ-ის თაოსნობით

დევიდ პეტრეუსი: რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლოა, მრავალეროვნული კონტინგენტი ჩაერთოს აშშ-ის თაოსნობით

24/10/2022 15:47:53 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომში შესაძლოა, მრავალეროვნული კონტინგენტი ჩაერთოს აშშ-ის თაოსნობით, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, ავღანეთში აშშ-ისა და NATO-ს ძალების ყოფილი სარდალი დევიდ პეტრეუსი.

როგორც ამერიკელმა გენერალმა L`Express-თან ინტერვიუში განაცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსეთი "შოკისმომგვრელ და საშინელ" ნაბიჯებს გადადგამს.

ამ ფრაზის შინაარსი მას მეტად აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა დასძინა, რომ დასავლეთი რუსეთს პასუხს გასცემს "როგორც მრავალეროვნული ძალა აშშ-ის თაოსნობით და არა როგორც NATO-ს არმია".

ამასთან, პეტრიუსის აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ესკალაცია რეალურად გაბედოს. "რუსული ძალები უკვე უთმობენ უკრაინულს და ამ ვითარებაში პუტინს ყველაზე ნაკლებად კონფლიქტის გაფართოება სჭირდება" - განმარტა ამერიკელმა გენერალმა.

მისივე შეფასებით, ამ მომენტისთვის უკრაინულ არმიას სტრატეგიული უპირატესობა აქვს, ხოლო რუსეთში გამოცხადებული ე.წ ნაწილობრივი მობილიზაცია და შერჩევითი საომარი მდგომარეობა ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.

იხილეთ ასევე: აშშ-მა ევროპაში დივიზია განათავსა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S