Accentnews.ge
აშშ-მა ევროპაში დივიზია განათავსა

აშშ-მა ევროპაში დივიზია განათავსა

22/10/2022 15:13:42 მსოფლიო

რუსეთის მხრიდან საფრთხის გათვალისწინებით, აშშ-მა რუმინეთში 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია განათავსა. 4700 სამხედრო და მძიმე ტექნიკა უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე ავიაბაზაზე განლაგდა, - იუწყება CBS News და იქვე დასძენს, რომ ეს ამ ელიტური დივიზიის პირველი განლაგებაა ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში.

ცნობისთვის: მსუბუქ ქვეითთა ამ ელიტურ ქვედანაყოფს ძალუძს, ნებისმიერ საბრძოლო ველზე სრულ სამხედრო მზადყოფნაში სულ რამდენიმე საათის განმავლობაში გაიშალოს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიაზე წვრთნებისთვის განლაგდნენ. თუმცა როგორც დივიზიის მეთაურის მოადგილემ ჯონ ლუბასმა განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციისა და NATO-ს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ისინი მზად იქნებიან, უკრაინაში შევიდნენ. "ჩვენ NATO-ს ტერიტორიის ყოველ დიუიმს დავიცავთ. ჩვენ მსუბუქი ქვეითები ვართ, მაგრამ ვზრდით ჩვენს მობილობას საჰაერო თავდასხმის საშუალებებით" - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S