Accentnews.ge
ირანი თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ირანი თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

21/10/2022 12:27:12 მსოფლიო

ირანი თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისენ მოუწოდებს.

"სამხედრო შეტაკებებისა და მზარდი არეულობის გამო მოვუწოდებთ ირანის მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა, ხოლო უკრაინაში წასვლის მსურველებს ვურჩევთ, თავი აარიდონ ამ ქვეყანაში მოგზაურობას", – აცხადებენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე, ირანის საგარეო სამქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“. მან კიდევ ერთხელ უარყო, უკრაინისა და დასავლეთის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული "დრონების" მიწოდების თაობაზე.

20 ოქტომბერს ევროკავშირმა რუსეთისთვის "დრონების" მიწოდებაზე პასუხისმგებელ ირანის სამ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S