ევროკავშირმა რუსეთისთვის "დრონების" მიწოდებაზე პასუხისმგებელ ირანის სამ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
20/10/2022 09:59:06 მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთისთვის "დრონების" მიწოდებაზე პასუხისმგებელ ირანის სამ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი ავრცელებს.
მისი ცნობით, ბლოკი კიდევ ოთხი ირანული იურიდიული პირისთვის დაწესებულ სანქციებს აფართოებს. "შავ სიის" ფიგურანტების აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე გაიყინება.
ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "დრონების" გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.


