Accentnews.ge
მოსკოვის მერმა ქალაქში მობილიზაცია დასრულბულად გამოაცხადა

მოსკოვის მერმა ქალაქში მობილიზაცია დასრულბულად გამოაცხადა

17/10/2022 11:19:51 მსოფლიო

მოსკოვის მერმა სერგეი საბიანინმა რუსეთის დედაქალაქში უკრაინის ომისთვის ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება გამოაცხადა.

შეტყობინების მიხედვით, მოსკოვის სამხედრო კომისარი აცხადებს, რომ „ყველა სამობილიზაციო დავალება შესრულებულია. მობილიზებულთა შემკრები პუნქტები დღეს, მოსკოვის დროით 14:00 საათზე იკეტება და ადრე გაგზავნილი გამოძახებები ძალას კარგავს“.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსკოვის საერთო საცხოვრებლებში და მეტროს სადგურებთან პოლიციის მობილიზება შეინიშებოდა. ისინი აჩერებდნენ ახალგაზრდა კაცებს და გაწვევის ფურცლებს აბარებდნენ, თუმცა ოფიციალურ დონეზე ირწმუნებოდნენ, რომ მსგავს აქტივობას ადგილი არ ჰქონდა.

მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება.

იხილეთ ასევე: რუსეთში მობილიზაციის კუთხით შექმნილი პრობლემების ფონზე ახალ გამოსავალს მიაგნეს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S