რუსეთში პილოტი თვითმფრინავშივე მოაბილიზეს, ფრენა ცხრა საათით გადაიდო
14/10/2022 19:22:46 მსოფლიო
რუსეთში, სამოქალაქო თვითმფრინავის პილოტი სამხედრო აღრიცხვის განყოფილებაში პირდაპირ საჭიდან წაიყვანეს. ფაქტი უფას აეროპორტში დაფიქსირდა. ამის გამო უფა–ანტალიის მიმართულებით ფრენა ცხრა საათით გადაიდო,– უამბო ერთ–ერთმა მგზავრა გამოცემა Mkset.ru–ს.
მისი თქმით, Azur Air-ის რეისი ანტალიაში უნდა დილის 5:20 საათზე უნდა შესრულებულიყო, მაგრამ თვითმფრინავი მხოლოდ 14:00 საათისთვის აფრინდა. საჯაროდ გაკეთდა განცხადება: "მობილიზაციისა და საზღვრის გადაკვეთის აკრძალვის გამო, მეორე პილოტისთვის აფრენა გაუქმებულია. გთხოვთ, დატოვოთ თვითმფრინავი."
უფას აეროპორტში სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია 21 თებერვალს გამოცხადდა. პუტინმა განაცხადა, რომ გამოიძახებენ ადამიანები, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ და აქვთ საბრძოლო გამოცდილება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, გამოძახებებს იღებენ ადამიანები სამხედრო გამოცდილების გარეშე, მათ შორის, მსახიობები, პედაგოგები. მღელვარების ფონზე რუსეთში აღიარეს, რომ შეცდომებია პროცესში და რომ გამოსწორდება, თუმცა იგივე ტენდენცია ნარჩუნდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეებს ბინებთან უსაფრდებიან და არ აძლევენ ბლოკირებული სადარბაზოს დატოვების უფლებას, ვიდრე გაწვევის ფურცელს არ ჩაიბარებენ. საქმე იმაშია, რომ გაწვევის ფურჩელის ჩაბარების შემდეგ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ახალი კანონით, მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ჩაუბარებლად – ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
იხილეთ ასევე:
რუსეთში მობილიზაციის კუთხით შექმნილი პრობლემების ფონზე ახალ გამოსავალს მიაგნეს
„ხერსონის მიმართულებით საინტერესო ამბებია“: როგორ ჩაბარდა ათობით რუსი სამხედრო ტყვედ


