პუტინმა მობილიზაციის დასრულების ვადა დაასახელა
14/10/2022 13:04:19 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ნაწილობრივი“ სამობილიზაციო სამუშაოები დაახლოებით, ორ კვირაში უნდა დასრულდეს,– იუწყება კრემლის პროპაგანდისტული მედიარესუსრსი „РИА Новости“.
მისი მტკიცებით, დაგეგმილი 300 000-დან რუსეთში 222 000 ადამიანია მობილიზებული.
იხილეთ ასევე: რუსეთში მობილიზაციის კუთხით შექმნილი პრობლემების ფონზე ახალ გამოსავალს მიაგნეს
„ნაწილობრივი“ მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა, რაც რუსეთიდან მოქალაქეთა გადინების ახალი ტალღის საფუძვლად იქცა – ქვეყანა ათასობით პირმა დატოვა. პარალელურად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც მობილიზებულები „არაადამიანური პირობებისა და მოპყრობის“ შესახებ ჩივიან. პრობლემაა კვება, ზამთრის სამოსი, აღჭურვილობა, თავშესაფარი. მობილიზებულები ამბობენ, რომ საკუთარი სახსრებით უწევთ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. დაფიქსირდა სამხედრო ნაწილებში მობილიზებულთა თვითმკვლელობის, მკვლელობის, გარდაცვალების შემთხვევები.


