ლავროვის წინადადება არკონსტრუქციულია - პრაისი
12/10/2022 10:26:37 მსოფლიო
შეერთებული შტატები მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე არაკონსტრუქციულად და გაუმართლებლად მიიჩნევს,– ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
„ჩვენ არ განვიხილავთ ამას, როგორც კონსტრუქციულ და გონივრულ წინადადებას დიალოგის დასაწყებად“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა.
მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ღიაა დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის ომზე. თუმცა მან ამ შეთავაზების ფორმულირება შემდეგნაირად მოახდინა:
„ამერიკელები უკვე დიდი ხანია, მონაწილეობენ ამ ომში. ისინი არა მხოლოდ აიარაღებენ ზელენსკის და მის რეჟიმს, აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას, სატელიტურ მონაცემებს, რომელიც ნეონაცისტური რეჟიმის დახმარების სამსახურშია. [...]
„არ გამოვრიცხავ, რომ როგორც აუკრძალა [ზელენსკიმ პუტინთან მოლაპარაკებები] საკუთარ თავს, ისევე დაივიწყებს, გააჩნია, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რით დაკავდება. უბრძანებენ მას ლონდონიდან და ვაშინგტონიდან. ეტყვიან, როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი, რომ სახე არ დაკარგოს. ის მსახიობია. იმ მხარეს არაერთი მსახიობია – ვინც მისით მანიპულირებს, ყველანი თამაშობენ კეთილშობილი რაინდის როლს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან იმით, რასაც რუსეთი აკეთებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში“.
იხილეთ ასევე: ლავროვის გამო მრცხვენია – მაკფოლი


