Accentnews.ge
რუსეთის სამხედრო ნაწილში მობილიზებული მოკლეს – მედია

რუსეთის სამხედრო ნაწილში მობილიზებული მოკლეს – მედია

07/10/2022 09:48:11 მსოფლიო

ნოვოსიბირსკის სამხედრო ნაწილში კიდევ ერთი მობილიზებულის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც ცნობილია, ცხედარი 7 ოქტომბერს აღმოაჩინეს.

ოფიციალური წყაროები გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივი გამოცემა „Сибкрай“–იმ გაარკვია, რომ აღნიშნული პირი ნოვოსიბირსკიდან იყო და როგორც მედიასაშუალება მობილიზებულის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, ის

"ძალადობრივი ქმედებების შედეგად გარდაიცვალა".

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 3 ოქტომბერს გარდაიცვალა 35 წლის მობილიზებული. ოფიციალურად განაცხადეს, რომ ის ძილში გარდაიცვალა, თუმცა არაოფიციალური წყაროებით, ლეტალური შედეგი უხარისხო ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოხმარების შედეგად დადგა.

7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ლენინგრადის რაიონში სოფელ კამენკას სამხედრო ნაწილში სწავლების დროს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავი მოიკლა 28 წლის კაცმა.

ამ დროისთვის ცნობილია მობილიზებულებს შორის სულ მცირე, 14 გარდაცვალების შემთხვევის შესახებ. მათგან მინიმუმ, ოთხ შემთხვევაში თვითმკვლელობაზეა საუბარი.

რუსული სამხედრო რეზერვისტები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში მიდიან სასწავლო ბანაკებში, სულ უფრო ხშირად უჩივიან ცხოვრების პირობებს, საბრძოლო ოპერაციებისთვის საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობას. ცნობილია, რომ ბევრ მობილიზებულს სძინავს იატაკზე ან ღია ცის ქვეშ, არ აქვთ კვება, არ გადიან სამედიცინო შემოწმებას. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ომსკის, ვოლგოგრადის, კიროვის, სვერდლოვსკის, სახალინის, ჩუვაშიასა და მოსკოვის რეგიონში.

იხილეთ ასევე: რუსეთში, ბელგოროდში 500–მდე შეიარაღებული მობილიზებული აჯანყდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S