Accentnews.ge
რუსეთში, ბელგოროდში 500–მდე შეიარაღებული მობილიზებული აჯანყდა

რუსეთში, ბელგოროდში 500–მდე შეიარაღებული მობილიზებული აჯანყდა

06/10/2022 09:34:30 მსოფლიო

უკრაინასთან ომისთვის მობილიზებულმა ხუთასამდე რუსმა სამხედრომ ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი საუბრობენ მათთვის რუსეთის ტერიტორიაზე შექმნილი „ცხოველური პირობების“ შესახებ.

ვიდეო ოთხშაბათს, საღამოს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ერთ–ერთი მობილიზებული იარაღი ხელში დგას ჯარისკაცების ჯგუფის წინ, რომლებიც მათი თქმით, ბელგოროდის მახლობლად გადმოვიდნენ მატარებლიდან. მობილიზებულები ამბობენ, რომ არც ერთ ქვედანაყოფში არ არიან ჩაწერილები, არ იციან, რომელი სად იგზავნება, საკვებს თავად ყიდულობენ და დიდი თანხა დახარჯეს უზრუნველყოფისთვის.

„ჩვენ არავის ვჭირდებით. ნულოვანი მომზადება. მხოლოდ იმას ვჭამთ, რასაც ვყიდულობთ“, - ჩივის ვიდეოში ერთ-ერთი მობილიზებული და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათ უკვე დახარჯეს მნიშვნელოვანი თანხა მხოლოდ იმისთვის, რომ „უბრალოდ ჭამონ“.

მათი თქმით, მობილიზებულებზე გადაცემული იარაღი „არ არის აღრიცხული“, არ არის გათვალისწინებული მათ სამხედრო ბარათებში, რაც მოჯანყეების თქმით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის დარღვევა. „ოფიცრების დამოკიდებულება ცხოველურია“, - ამბობს ვიდეოში კიდევ ერთი მობილიზებული.

მოგვიანებით ქსელში იმავე სამხედროების მიერ გადაღებული კიდევ რამდენიმე ვიდეო გამოჩნდა. ერთ-ერთ მათგანზე ჩანს სამხედრო კაცი, რომელიც თავს არტემ კოვრიჟინად წარადგენს და ამბობს, რომ იგი გაგზავნეს ტამანის დივიზიაში, რომ მობილიზებულებმა ექვსი დღე იცხოვრეს თხრილებში, რომლებიც თავადვე გათხარეს: „არსად წასვლას არ ვაპირებთ … დახმარებას ველოდებით თქვენგან, სახელმწიფოსგან...ვაპროტესტებთ, გაფიცულები ვართ, იქ წასვლას არ ვაპირებთ“.

ვიდეოს ავტორმა "სააგენტოს" განუცხადა, რომ ის ბელგოროდის რაიონის სოფელ ლივენკასთან იმყოფებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა ფრონტზე ასობით ათასი ადამიანის გაგზავნის ორგანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების აღიარებაზე, რომლებსაც არ გააჩნიათ აღჭურვილობა და მარაგი. „რია ნოვოსტის“ წყარო დასავლეთის სამხედრო ოლქის შტაბში ირწმუნება, რომ ეს ეშელონი სპეცოპერაციის რაიონში არ გაგზავნილა.

***

დაახლოებით ერთი კვირის წინ ბელგოროდის მახლობლად გადაიღო ვიდეო მოსკოველმა სერგეი სურკოვმაც, რომელიც ასევე საუბრობდა ჯარში არსებული პრობლემების შესახებ. ასევე მობილიზებულთა რიგებში არის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“სიმბოლიკის მქონე მამაკაცი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპონსორი არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. ბოლო დროს პრიგოჟინი საჯაროდ და მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს - ვარაუდობენ, რომ კრემლის თანხმობით.

რუსული სამხედრო რეზერვისტები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში მიდიან სასწავლო ბანაკებში, სულ უფრო ხშირად უჩივიან ცხოვრების პირობებს, საბრძოლო ოპერაციებისთვის საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობას. ცნობილია, რომ ბევრ მობილიზებულს სძინავს იატაკზე ან ღია ცის ქვეშ, არ აქვთ კვება, არ გადიან სამედიცინო შემოწმებას. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ომსკის, ვოლგოგრადის, კიროვის, სვერდლოვსკის, სახალინის, ჩუვაშიასა და მოსკოვის რეგიონში.

ცნობილი გახდა, რუსეთის ტერიტორიაზე სულ მცირე, 11 მობილიზებულის დაღუპვის შესახებ. ოთხ შემთხვევაში საუბარია სუიციდზე, დანარჩენ შემთხვევებში ჯანმრთელობის პრობლემებსა და ნაწილში ჩხუბის დროს მიებულ დაზიანეებბზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S