რა უამბო დედას მობილიზებულმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე
06/10/2022 15:42:55 მსოფლიო
რუსეთში, ალექსანდრე კოლტუნი ბრატსკიდან 2 ოქტომბერს გარდაიცვალა ნოვოსიბირსკში მობილიზებულთა სამხედრო სასწავლო ბანაკში. ის იქ მოხალისედ 28 სექტემბერს მივიდა უკრაინაში ომში წასასვლელად. მობილიზებულის გარდაცვალება სამხედრო კომისარმა დაადასტურა.
ოჯახს განუცხადეს, რომ 35 წლის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, როგორც დედამისი ელენა ზაუსაევა (გუდო) ყვება, მის შვილს გული არასდროს აწუხებდა.
ქალი ყვება იმასაც, რომ მას უცხო ნომრიდან დაუკავშირდნენ და ურეს, რომ მისი ვაჟი „უხარისხო ალკოჰოლის გამო გარდაიცვალა“, რომ ის „სულ სვამდა. თუმცა დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი ალკოჰოლს ჭარბი დოზით არ იღებდა.
ამასთან, როგორც ქალი იხსენებს, ის შვილს გარდაცვალების დღეს, დილით ესაუბრა: „მითხრა,რომ ფორმა არ მისცეს, არ აჭმევდნენ და რომ ყველა სვამს. მითხრა, რომ მობილიზებულებს ყურადღებას არავინ აქცევს“.
35 წლის კაცს ექვსი შვილი დარჩა.
ამ დროისთვის ცნობილია მობილიზებულებს შორის 12 გარდაცვალების შემთხვევის შესახებ. მათგან სულ მცირე, სამმა თავი მოიკლა.
იხილეთ ასევე: რუსეთში, ბელგოროდში 500–მდე შეიარაღებული მობილიზებული აჯანყდა


