Accentnews.ge
პენტაგონი: "რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის რკინიგზის საშუალებით შესაძლო გადატანის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ"

პენტაგონი: "რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის რკინიგზის საშუალებით შესაძლო გადატანის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ"

05/10/2022 06:25:38 მსოფლიო

პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის რკინიგზის საშუალებით შესაძლო გადატანის შესახებ, – იუწყება „როიტერი“ პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, ლორა კუპერის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები ისეთს ვერაფერს ამჩნევენ, რომ ამერიკამ საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალოს.

მისი თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს.

გუშინ, გამოცემა „თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S