Accentnews.ge
მედია – პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა

მედია – პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა

04/10/2022 12:01:11 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა, – იუწყება „თაიმსი“.

მისი ცნობით, ნატო-მ სავარაუდოდ, ალიანსის წევრები ქვეყნები უკვე გააფრთხილა.

"პრეზიდენტი პუტინი აპირებს, გამოავლინოს მზადყოფნა, გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით. კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე. შეშფოთება პუტინის ადრინდელ მინიშნებებთან დაკავშირებით, რომ მან შესაძლოა, მიმართოს ასეთ ტაქტიკას, გუშინ გააძლიერა ცნობებმა, რომლის თანახმად, საიდუმლო ბირთვული სამმართველოს მიერ მართული მატარებელი უკრაინისკენ გაუშვეს", – წერს „თაიმსი.“

გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც შენიშნეს ცენტრალურ რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან და ის არის „პასუხისმგებელი ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე".

დასავლეთმა რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა უკრაინაში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შედეგებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S