
ლიმანთან რუსების ალყაში მოქცევა დასრულების ეტაპზეა – ჩერევატი
30/09/2022 13:26:36 ევროპა
დონეცკის ოლქში, ლიმანთან რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევა "დასრულების ეტაპზეა",– ამის შესახებ რუსი სმხედრო ჟურნალისტების შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთის ძალების წარმომადგენელი სერგეი ჩერევატი იუწყება.
„მიმდინარეობს ზომები ლიმანის რაიონში რუსული ჯარების ალყაში მოქცევის დასასრულებლად. თითქმის ყველა ლოგისტიკური მარშრუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშაა“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინელმა დამცველებმა გამოაქვეყნეს ვიდეო. რგორც განიმარტა, მასზე ასახულა, როგორ გარბიან ოკუპანტები ლიმანის მიმართულებით.
მანამდე ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 სექტემბერს საღამოს, სავარაუდოდ, დაასრულეს რუსული ჯგუფის ალყა ლიმანის რაიონში.