Accentnews.ge
უკრაინის არმიამ სავარაუდოდ, დაასრულა ლიმანში რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევა - ISW

უკრაინის არმიამ სავარაუდოდ, დაასრულა ლიმანში რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევა - ISW

30/09/2022 08:23:02 ევროპა

29 სექტემბერს საღამოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ, დაასრულეს რუსული ჯგუფის ალყაში მოქცევა დონეცკის ოლქის ლიმანის რაიონში. ზოგიერთი ცნობით, უკრაინელი სამხედროები შეძლებენ ქალაქის აღებას, თუ რუსები არ მიიღებენ დახმარებას,– იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

"უკრაინის ჯარმა სავარაუდოდ, თითქმის დაასრულეს ლიმანში რუსული ჯგუფის ალყაში მოქცევა და გაწყვიტეს კრიტიკული სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები, რომლებიც მხარს უჭერენ რუს ჯარებს დრობიშევო-ლიმანის რაიონში",– ნათქვამია ანგარიშში.

ISW–ის ცნობით, რუსული წყაროების თანახმად, უკრაინელმა ჯარებმა გაარღვიეს რუსული თავდაცვის ხაზი სტავოკის რაიონში, ლიმანიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში და ასევე გაჭრეს ტორსკოე-დრობიშევოს გზა, რომელიც არის ბოლო მიწოდება–გასასვლელი მარშრუტი რუსებისთვის, რომლებიც იცავენ ხაზს ლიმანის დასავლეთით.

რუსი სამხედრო კორესპონდენტების ცნობით, რომელთაც ISW ციტირებს, ვითარება "უკიდურესად მძიმეა" BARS-13-ისა და მე-20 კომბინირებული არმიის 752-ე მოტორიზებული შაშხანის პოლკისთვის, რომლებიც ითავდაცვაში დგანან დრობიშევოს რაიონში და ლიმანში.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეუტევენ ლიმანს სამი მიმართულებით და შეუწყვეტენ საოკუპაციო ძალებს წვდომას სვატოვო-ლიმანის კრიტიკულ გზაზე, რომელიც არის მთავარი სახმელეთო ხაზი ლიმანში მყოფი რუსული დაჯგუფებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S