Accentnews.ge
რუსეთში სამხედრო და ადმინისტრაციული შენობების დაწვის შემთხვევები იზრდება - მედია

რუსეთში სამხედრო და ადმინისტრაციული შენობების დაწვის შემთხვევები იზრდება - მედია

26/09/2022 08:19:07 მსოფლიო

რუსეთში სამხედრო აღრიცხვისა და ადმინისტრაციული შენობების დაწვის შემთხვევები იზრდება, – იუწყება რუსული მედია.

გამოცემა Mash-ის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მხოლოდ ლენინგრადის ოლქში უცნობმა პირებმა „მოლოტოვის კოქტეილების“ და ბენზინის ბოთლების დახმარებით ცეცხლი წაუკიდეს კიროვსკის სამხედრო აღრიცხვისა და ადმინისტრაციის შენობებს სიასკელევსკის დასახლებაში, რომელშიც, როგორც ცნობილია, მთლიანად დაიწვა სოციალური დაცვის სამსახურის განყოფილება.

ანალოგიური ფაქტები დაიქსირდა მორდოვიის, კალინინგრადის და ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონებში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მორდოვიაში, ქალაქ რუზაევკას სამხედრო კომისრის მანქანის დაწვის შესახებ.

გასული კვირის განმავლობაში ოცზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამან გამოიწვია რუსების მასობრივი გასვლა ქვეყნიდან, რომლებიც შესაძლოა, ჯარში გაიწვიონ. იმართება აქციები. დაკავებულია ასობით ადამიანი.

იხილეთ ასევე: რუსეთში მამაკაცმა სამხედრო კომისარიატში ცეცხლი გახსნა [VIDEO]

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S