Accentnews.ge
რუსეთში მამაკაცმა სამხედრო კომისარიატში ცეცხლი გახსნა [VIDEO]

რუსეთში მამაკაცმა სამხედრო კომისარიატში ცეცხლი გახსნა [VIDEO]

26/09/2022 06:34:40 მსოფლიო

ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკში (რუსეთი) მამაკაცმა სამხედრო კომისარიატში ცეცხლი გახსნა. შედეგად, სამხედრო კომისარი ალქესანდრე ელისეევი დაიჭრა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია გადაყვანილი, - იუწყება Сибирь.Реалии.

«Тайга.инфо» კი დაჭრილის გარდაცვალების შესახებ იუწყება.

ტელეგრამ-არხები ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებენ. კადრებში ჩანს, რომ სცენაზე მდგომი ახალგაზარდა მამაკაცი ისვრის კათედრის უკან მდგომი ადამიანის მიმართულებით, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ეცემა, ხოლო დარბაზში მყოფნი გარეთ გარბიან.

გამოცემა Babr Mash-ის ინფორმაციით, მსროლელი დაკავებულია, იგი 25 წლის ადგილობრივი რეზერვისტი რუსლან ზინინი აღმოჩნდა. როგორ შეიტანა მან კომისარიატის შენობაში იარაღი - ჯერ-ჯერობით უცნობია. ჟურნალისტების ინფორმაციით, სროლამდე ზინინმა დაიყვირა:"ყველანი სახლებში მივდივართ".

"წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. მრცხვენია, რომ მსგავსი რამ ხდება იმ დროს, როცა ყველას გაერთიანება გვამრთებს. ჩვენ ერთმნანეთს კი არა, რეალურ საფრთხეს უნდა ვებრძოლოთ" - ასე გამოეხმაურა მომხდარს ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S